ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მონიტორინგის ფარგლებში, ფრაქციის წევრებმა ზუგდიდის ჭადრაკის სასახლის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ჭადრაკის სასახლის მშენებლობაში ხარვეზები იკვეთება. კერძოდ, ჭადრაკის სასახლის მეორე სართულის მშენებლობისთვის ძველი კედლების ფუნდამენტი იქნა გამოყენებული, რაც მნიშვნელოვანი სამშენებლო ხარვეზია და საბოლოოდ შეიძლება სამშენებლო ბზარი გამოიწვიოს. „მეორე სართულის მშენებლობა ხდება ძველ კედელზე, რაც შეიძლება იყოს ხარვეზი.როგორც „გილანის“ წარმომადგენელი გვეუბნება, ხელშეკრულებაში წერია, რომ ძველზე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის დაპროექტების ხარვეზი, ესეც გასარკვევია. მერიამ, რომელმაც ეს პროექტი დაუკვეთა, ჩვენ ფულს ვიხდით ამაში და მნიშვნელოვანია ეს ფული წყალში გადაყრილი არ იყოს და სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად.ამიტომ მერიას ვთხოვთ, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით და გამოასწოროს ხარვეზი“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ. პროექტის ღირებულება შეადგენს 865 300 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს შპს "გილანი XXI" ასრულებს.
“ჭადრაკის სასახლის მშენებლობაში ხარვეზები იკვეთება”- ენმ
სიახლეები
საზოგადოება
სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...
საზოგადოება
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა.
გადაწყვეტილება მან ცოტა...
სიახლეები
ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....
სიახლეები
პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...