მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის დაკითხვას ითხოვს

ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის დაკითხვას ითხოვს

Published on

ბაჩანა შენგელიამ გამომძიებლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქმეში არსებულ დარღვევებთან და დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც მტკიცდება.
 
ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის დაკითხვა. კითხვაზე, ენდობა თუ არა ის გამოძიებას, შენგელიამ აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა დაკვირვება ყველა იმ ქმედებაზე, რასაც პროკურატურა განახორციელებს.
 
„შევეხეთ ყველა დეტალს, მათ შორის საქმის ახალ გარემოებებს, რომელიც გამოიკვეთა ამ დროის განმავლობაში, ახალ პირებსაც, ვისი სავარაუდო ბრალეულობაც გამოიკვეთა. საუბარია ზუგდიდის რესურსცენტრის თანამშრომლებზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო განათლების სამინისტროს მოხელეებს და ასევე ვითხოვთ გამოიკითხოს მიხეილ ბატიაშვილი", – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...