მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორუფციამ წაიღო გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი, რა ხდება პრივატიზაციაში? - ოპოზიციას...

კორუფციამ წაიღო გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი, რა ხდება პრივატიზაციაში? – ოპოზიციას დღეს პარლამენტში მწავე შეკითხვები ექნება გიორგი ქობულიასთან

Published on

პარლამენტში  ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან.  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე  დღეს იგეგმება  დებატები, სადაც გიორგი ქობულია აპირებს  2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბროს.
 
მინიტრთან მწვავე საუბარს გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია.  ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციას მისი განცხადებების შესახებ ექნება, რომელიც ხშირად საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის მინისტრის შეფასებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არაკომპეტენტურია და ამიტომ აუცილებელია გიორგი ქობულიამ მეტი განმარტება გააკეთოს.  
 
"სერიოზული პრობლემებია მტავრობის დაქვემდებარებულ სფეროში, კორუფციამ წაიღო გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი. რა ხდება პრივატიზაციაში – აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია, იყიდება რაღაც ქონებები და არ ვიცით როგორ ყიდულობენ, ვინ ყიდულობს. ეკონომიკის ყველა მიმართულებით არის სტაგნაცია,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 
 
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ხედვის არარსებობამ გამოიწვია და სწორედ ამაზე ისაუბრებენ დრეს მინისტრთან.
 
"დისკუსიის საგანი იქნება ეკონომიკური ხედვის არქონა, რასაც განასახიერებს კიდეც ბატონი ქობულია და ასევე მთავრობის მიერ ბოლო დროს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გამიწვია სიდუხჭირის ზრდა და ეკონომიკური უკუსვლა,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი. 
 
უმრავლესობაში კი საინვესტიციო გარემოსა და ინვესტორებთან მუშაობით ინტერესდებიან და ამბობენ რომ დეკემბერში მინისტრის ანგარიშში დაპირებების შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....