მთავარისიახლეებისამართალი,, თუ უკანა კარებიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმულიდა თავად არ დაარტყა...

,, თუ უკანა კარებიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმულიდა თავად არ დაარტყა ჩაქუჩი მოსამართლის ნაცვლად, არ არსებობს შანსიც კი, რომ კირკიტაძე დღეს არ გათავისუფლდეს”

Published on

 გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
 
დღევანდელ სხდომაზე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა 
 
.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.
 
კონდახიშვილმა თავის შუამდგომლობაში ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე სხვა საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, გამართლდა და ის ნასამართლევი არ არის .ასევე, ადვოკატმა განმარტა, კირკიტაძე მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რადგან საქმეში არსებული მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან.
 
,,არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, თუ უკანა კარებიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და მან არ დაარტყა ჩაქუჩი ამ მოსამართლის ნაცვლად, ისე მართლა არ არსებობს შანსიც კი, რომ კირკიტაძე დღეს ამ შენობიდან ვერ გამოვიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული," – განაცხადა ნიკა მელიამ
 
 გიგი უგულავა აცხადებს, რომ  საქმე შერჩევით სამართალს ეხება და ამას კანონის უზენაესობასთან კავშირი არ აქვს. ,,ბევრი არგუმენტია, რომ გაათავისუფლონ, მაგრამ ეს მოხდება იმის გამო, რომ "ოცნების" აქტივისტი, ვინც მთავრობის დავალებით სცემდა ოპოზიციას ველისციხეში, უნდა გამოუშვან, რადგან ოჯახი ხმაურობს. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს", –  ამბობს იგი .

 
რაც შეეხება  "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დაკავებულ წევრს, დავით კირკიტაძეს,  ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.
 
არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, "თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო",- ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
 

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...