მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩემს ძმას ვიღაც იყენებს!'' - აცხადებს ფარული ჩანაწერების სოციალურ...

,,ჩემს ძმას ვიღაც იყენებს!” – აცხადებს ფარული ჩანაწერების სოციალურ ქსელში ატვირთვაში ბრალდებულის ძმა

Published on

ჩემმა ძმამ ქართულად წერა კითხვა არ იცის და ფარული კადრები მას არ ჰქონდა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფარული ჩანაწერების სავარაუდოდ სოციალურ ქსელში ატვირთვაში ბრალდებული დიმიტრი ანდრეევის ძმამ, რომა ანდრეევმა განუცხადა. როგორც რომა ანდრეევმა აღნიშნა, მის ძმას გარკვეული ჯგუფები ივანიშვილების გასაწირად იყენებენ და სანაცვლოდ, შესაძლოა ციხიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
 
"ჩემს ძმას არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა. ალბათ, ვიღაცა ციხიდან გამოსვლას დაჰპირდა, რომლებიც ჩემი ძმის ზურგს უკან არიან და მას ტექსტებს აწერიებენ. ჩემ ძმას თითქმის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას მკვლელობა ედება ბრალად. სწორედ ვიღაც ჩემი ძმით სარგებლობს ივანიშვილების გასაწირად. გამოძიება ჩატარდეს ვინ დგას ჩემი ძმის უკან. ქვეყანაში რამდენი არჩევნები ჩატარდა ჩემი ძმა კი პოლიტიკას საერთოდ არ ეხებოდა. უცნაურია როგორ შეძლო ასეთი ქართული ტექსტების წერა და ვიდეოების გავრცელება. ეს არის ტყუილი სიმართლე არ არის",- განაცხადა რომა ანდრეევმა.
 
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
 
პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

სიახლეები

“ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს“ – ზელენსკი

""კარგი შეხვედრა იყო. ერთი-ერთზე განვიხილეთ ბევრი საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ითქვა, შედეგიანი იქნება....

“ღარიბაშვილს გაყვეს “ოცნების” ყველა წარმომადგენელი” – საპროტესტო მსვლელობაზე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

"თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150 დღე!" დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება....

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული ოჯახის წევრები დანაშაულს აღიარებენ, დედა აცხადებს, რომ ბავშვს დაშინების მიზნით რამდენჯერმე უკბინა

სამეგრელოში არასრულწლოვანზე ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის საქმეზე "მთავარი არხის ვებგვერდისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

“ქართულ პოლიტიკაში “იაგოხვიჩიობა” არ მუშაობს, სხვა რამეა საქნელი…” – თემურ გორგაძე

ქართულ პოლიტიკაში, უმეტესწილად, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას და ანალიზს აქვეყნებს ყოფილი...