მთავარისიახლეებისაზოგადოებავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებზე სათანადო დასაბუთების გარეშე 502,663 ლარის ოდენობის დანამატია...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებზე სათანადო დასაბუთების გარეშე 502,663 ლარის ოდენობის დანამატია გაცემული

Published on

2016 წლის 9 თვეში და 2017 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თანამშრომლებზე სათანადო დასაბუთების გარეშე გაცემულია 502,663 ლარის ოდენობის დანამატი, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
 
მათივე ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების პროცესის სათანადო გამჭვირვალობას.
 
„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. სამსახურის დირექტორის ბრძანებების მიხედვით, დანამატები გაიცემოდა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის. სამსახურში დანამატების გაცემის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ისევე, როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის მიიღო მოხელემ დანამატი. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა თანამშრომელთა მიერ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით შესრულებულ სამუშაოს. 2016 წლის 9 თვეში ფაქტობრივად მომუშავეთა საშუალო ოდენობამ 102 ერთეული შეადგინა, ხოლო დანამატები გაიცემოდა თვეში საშუალოდ 95 მოხელეზე.
 
2017 წელს, დანამატები გაიცა ერთხელ, სამსახურის ყველა მოხელეზე. 2016-2017 წლებში თანამშრომლებზე სათანადო დასაბუთების გარეშე გაცემულია 502,663 ლარის ოდენობის დანამატი. შესაბამისად, სამსახურში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების პროცესის სათანადო გამჭვირვალობას“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესყიდვების, შრომის ანაზღაურების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეული სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტი.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....