მთავარისიახლეებიპოლიტიკასტატუსშეჩერებული სტუდენტების საგანგაშო სტატისტიკა - გაერთიანებული ოპოზიცია განათლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების საგანგაშო სტატისტიკა – გაერთიანებული ოპოზიცია განათლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უმაღლეს განათლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ოპოზიციაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას.
 
დიმიტრი შაშკინის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ეს რიცხვი 4000-ს არ სცდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 54 000-ზეა ასული. ამასთან, შაშკინის განმარტებით, 17 000-ზე მეტ პირს სტუდენტის სტატუსი სწორედ ფინანსური პრობლემების გამო აქვს შეჩერებული.
 
მისი თქმით, გამოსავალი ხარჯების ოპტიმიზაციაა  და უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ნაცვლად, საბიუჯეტო რესურსი სწორედ სოციალური პრობლემების მქონე სტუდენტებზე უნდა დაიხარჯოს.
 
„2011-2012-ში, როდესაც მე ვიყავი განათლების მინისტრი, სამინისტროსგან ტარდებოდა მიტინგები, ტარდებოდა საპროტესტო აქციები იმის გამო, რომ იყო 4 ათასი სტუდენტი, რომელსაც შეუჩერდა სტატუსი 2011-ში, გადაუხდელობის გამო. ახლა საქართველოში არის, დაახლოებით, 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ეს ინფორმაცია არის ნებაყოფლობითი. ანუ სტუდენტს, რომელსაც უჩერდება სტატუსი, მას აქვს უფლება თქვას, ან არ თქვას, რის გამო შეუჩერდა მას სტატუსი. 187 ათასი პირდაპირ ამბობს, რომ ფული არ აქვს,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...