მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუგული მაღრაძე ზუგდიდს ბნელი პროვინციული ქალაქის სტატუსს ანიჭებს: ...

გუგული მაღრაძე ზუგდიდს ბნელი პროვინციული ქალაქის სტატუსს ანიჭებს: ,, თუთუთუუ ლავრენტი ქირიას სახელით წერილი თბილისში დაიწერებოდა, ის უფრო აკადემიური იქნებოდა”

Published on

გუგული მაღრაძე ფიქრობს , რომ ლავრენტი ქირიას წერილს ეტყობა, რომ ნამდვილად ზუგდიდელის დაწერილია, იმიტომ რომ,  წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს წერილი უფრო აკადემიური იქნებოდა:

“მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება [ია კერძაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული ანონიმური წერილი] ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად,
 
ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას [ამბობდა], აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა…
 
სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც… არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ არის და უნდა, რომ… მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს – იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს ” – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე, ანონიმურ წერილზე, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს მტკიცებით, აუდიტის სამსახური ზუგდიდის მე-6 სკოლაში შევიდა.
 
გუგული მაღრაძის ამ  ,,ღრმად ინტელექტუალურ''დასკვნაზე ლაპარაკი არც ეღირებოდა, რომ არა ზოგადად ქვეყანაში არსებული, ერთი, არცთუ ისე უმნიშვნელო და ძნელად თუ საერთოდ არმოსათმენი  პრობლემა – დედაქალაქში გაჯეჯილებულთა ,, კიჩი"' და სწორედაც პროვინციული  აზროვნება და დამოკიდებულება დანარჩენი საქართველოსადმი. ბეღურებს  კი ზარბაზნებს არ ესვრიან, ამიტომ  დავტოვოთ გუგულიც  თავის (არაგეოგრაფიულ)  პროვინციალიზმთან ერთად, თვით შეეყრება სნებასა.  
 
უბრალოდ, შეგახსენებთ, მაღრაძის რეაქცია მოყვა ოპოზიციის პროტესტს, თუ რატომ არ  დაინტერესდა  განათლების სამინისტრო, ვინ იყო წერილის ავტორი, სანამ ღამის ოთხ საათზე შესული წერილის პასუხად  ასეთი ოპერატიულობით  ჩააყენებდა ზუგდიდში ეგზეკუაციას.   განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მან არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირია. ბატიაშვილი ამბობს, რომ მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა. როგორ გადაამოწმეს, უკვე ცნობილია, ისევე, როგორც უკვე ყველასათვის არის ცხადი, რომ ზუგდიდიდან ეს წერილი არ გაგზავნილა. 
 
 

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...