მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანათლების მინისტრს ზუგდიდელი დირექტორის წერილი წაუკითხეს, სადაც პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი

განათლების მინისტრს ზუგდიდელი დირექტორის წერილი წაუკითხეს, სადაც პოლიტიკურ ზეწოლაზეა საუბარი

Published on

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს წერილი წაუკითხა სადაც, ზუგდიდის სკოლის დირექტორებისთვის საარჩევნოდ პოლიტიკური დავალების გაცემზეა საუბარი. დეპუტატის თქმით, ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხორგუანი საარჩევნო დავალებებზე საუბრობს. „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ 10 ნოემბერს, დამიბარეს ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრში, სადაც დამხვდა რესურცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია. ადგილზე იმყოფებოდა რესურცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ჭკადუა. დაბარებული ვიყავი 16:00 საათზე. როდესაც მივედი რესურსცენტრის შენობაში, იქ ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის სოფლების დირექტორები – დაახლოებით 10 სკოლის დირექტორი. ისინი პერიოდულად შედიოდნენ ბატონი ფარცვანიას კაბინეტში, რამდენიმე წუთში გამოდიოდნენ უკან და ტოვედნენ შენობას. როდესაც რიგმა მომიწია, მეც შევედი კაბინეტში სადაც ფარცვანიას თან ჰქონდა ჩემი საჯარო სკოლის ყველა თანამშრომლის, დამლაგებლის და დარაჯის ჩათვლით, სია. მთხოვდა მიმეთითებინა, რომელი თანამშრომელი, რომელი კანდიდატის მხარდამჭერი იყო. ამასთან მთხოვდა, დავლაპარაკებოდი თითოეულ მთგანს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. რასაც მე შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ზოგიერთი მთგანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამ თემაზე საუბარი გამოიწვევდა უკმაყოფილებას და აუცილებლად მიჩივლებდნენ. აღნიშნულზე მან მიპასუხა, რომ შემეძლო არ მედარდა ამ საკითხზე. საჩივრით ვერაფერს დაგაკლებენ, რადგან თვითონ მოვაგვარებ ყველაფერსო“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სერგი კაპანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე წაიკითხა. თავად ნათელა ხორგუანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია.

სიახლეები

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...

ვუთხარით ჩვენი გეგმები, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ; იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი – ნიკა გვარამია EU-ს ელჩთან შეხვედრაზე

პროევროპული ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან დასრულდა. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა...

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია “ცერერასგან” [Video]

საწარმო "ცერერა" დაარსდა 2004 წელს, რომელის ყოველ თვე ახდენს 2000-3000 ტონა ხორბლის გადამუშავებას. საწარმო...