მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა გეგიძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

ბიძინა გეგიძემ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

Published on

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და არჩევის საკითხი ჩემთვის ეროვნული ინტერესების ტოლფასი თემაა – ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, – ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ კითხვას, არის თუ არა ის იმ დეპუტატებს შორის, ვინც უმრავლესობის შემადგენლობიდან შესაძლო გასვლაზე საუბრობს.
 
“მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნიშნულზე ავიყვანე – თამასა არის ეროვნული ინტერესები! ამ ყველაფრის შემდეგ ვერ წარმომიდგენია, რომ პარლამენტში უზენაეს სასამართლოში ასარჩევად მოსამართლეობის კანდიდატების იგივე სია შემოვიდეს. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო პირველივე დღიდან“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
 
დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ის იმ შედეგის მისაღებად აპირებს ბრძოლას, რაც პირადად მას პრინციპული ჰგონია.

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...