მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძე პროკურატურის ცინიზმს პასუხობს: იგი პირდაპირ შევიდა...

ზაზა სარალიძე პროკურატურის ცინიზმს პასუხობს: იგი პირდაპირ შევიდა საგამოძიებო უწყების ეზოში პროკურორებთან შეხვედრის მოთხოვნით და იქაურობის დატოვებაზე უარს ამბობს

Published on

 
ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ელოდებოდა, თუმცა პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ გენერაუროპროკურორის ნაცვლად მას საქმის პროკურორებიი შეხვდებიან და ამასთან არა დღეს, არამედ  მომავალი კვირის სამშაბათს.
 
ზაზა სარალიძე, რომელიც  დილიდან გენერალური პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გენერალურ პროკურორთან   შეპირებულ შეხვედრის მოლოდინში ამ პასუხმა უკიდურესად გააღიზიანა – ახლახან იგი  უნებართვოდ შევიდა საგამოძიებო უწყების ეზოში  და აცხადებს, რომ  პროკურატურა იქცევა უსინდისოდ და ის არ დატოვებს პროკურატურის ტერიტორიას, ვიდრე არ მოხდება მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
 
ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამ დროისთვის საგამოძიებო უწყების ეზოში რჩებიან და ვადას პროკურატურას დღის ბოლომდე აძლევენ. ადვოკატი  ამბობს, რომ თუ შეხვედრა დღეს არ შედგება, ეს გააძლიერებს ეჭვს, რომ პროკურატურას სურს დაზარალებული სარალიძე მსჯავრდებულად აქციოს. 
 

პროკურატურასთან ვითარება დაძაბულია. 
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...