მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხედროებს უნიფორმები, საპატრულო პოლიციას კი ფეხსაცმელები არ აქვს - პრობლემები ძალოვან უწყებებში

სამხედროებს უნიფორმები, საპატრულო პოლიციას კი ფეხსაცმელები არ აქვს – პრობლემები ძალოვან უწყებებში

Published on

2018 წელს ქართველი ჯარისკაცების ნაწილი უნიფორმების გარეშე შეხვდა. სამხედრო ტანსაცმლის და აღჭურვის დეფიციტი ჯარში აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. სახელმწიფო მაკონტროლებელმა შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ სამხედროებს არ აქვთ მაისურები, მაღალყელიანი, სპორტული ფეხსაცმელი და ქურთუკები.
 
მაკონტროლებელმა ორგანომ ძალოვანი უწყებების მიერ უნიფორმების შესყიდვები შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ თავდაცვის სამინისტროშია. უნიფორმების გარეშე დარჩენილი სამხედროების უზრუნველსაყოფად გამართული ტენდერები კი უწყების მთავარ სუსტ წერტილად რჩება, ჩაშლილი ტენდერების შედეგად კი ბოლოს ხელშეკრულება მარტივი წესით 1 პირთან ფორმდება, რაც მაკონტროლებელი ორგანოსთვის სერიოზულ კითხვებს აჩენს.
 
თავდაცვის სამინისტროში კი ხელს წინა ხელმძღვანელებისკენ იშვერენ.
 
სახელმწიფო აუდიტი ძალოვან უწყებებში შესყიდვების მიმართულებით სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. უნიფორმების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების 30% (შსს − 16%, თავდაცვის სამინისტრო − 9%, დაცვის პოლიცია − 2%, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი − 2% და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო − 1%) არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა. უშედეგოდ და კონკურენციის გარეშე დასრულებული ტენდერები უწყებებში კორუფციის რისკს ზრდის. 2017 წელს ჩატარებული ტენდერების 42 პროცენტი უშედეგოდ დასრულდა, საიდანაც საბოლოოდ 39 პროცენტი შეწყდა.
 
გაირკვა, რომ უნიფორმების და ეკიპირების პრობლემების წინაშე დგას თითქმის ყველა ძალოვანი უწყება. უნიფორმების დეფიციტი არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ირკვევა, რომ ის, რაც საპატრულო პოლიციას სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აკლია, ფეხსაცმელებია.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...