მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ გაიყვანეს ზუგდიდიდან სახანძრო-სამაშველო ტექნიკა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხი დეპუტატს

რატომ გაიყვანეს ზუგდიდიდან სახანძრო-სამაშველო ტექნიკა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხი დეპუტატს

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზუგდიდელ დეპუტატს ზაზა ანდრიაძეს პასუხობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა  „ოდიშინიუსთან“ განაცხადა, რომ მანქანები და ავტოპარკი ეს არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილება და პერიოდულად ხდება როტაცია „მარტო ზუგდიდში არ ხდება ეს, შეიძლება ბორჯომის მანქანა შეიძლება აღმოჩნდეს ბაღდათში, ეს არის აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი, რომელიც უკავშირდება ამ გამოწვევებს. კონკრეტულად ზუგდიდთან დაკავშირებით არ ვიცი, მაგრამ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს დავახმარეთ ზუგდიდის მანქანა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არსებობდა უფრო მაღალი რისკი ან საჭიროება. და არ შეიძლება მას კუდი გამოვაბათ და რაიმე სახის ქვეტექსტი ვეძებოთ“- განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა. რაც შეეხება არაპროფესიონალი კადრების არსებობას, აქ საუბარია თამაზ უბილავაზე, რომელმაც საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა, ჩვენ პატივს ვცემთ ბ-ნ თამაზს, როგორც დამდახურებულ და პროფესიონალ კადრს, გაუკეთდა მას კონკრეტული შეთავაზება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით არ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.ხოლო რაც შეეხება დეპუტატის განცხადებას, რომ თამაზ უბილავას გადადგომით სამსახური ვერ ასრულებს მოვალეობას ვერ დავეთანხმებით, მაშინ კონკრეწტული მაგალითები და ფაქტები უნდა არსებობდეს.სამეგრელოს რეგიონში რაიმე განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დაბმდგარიყავით- ვერ ვიხსენებ.მითუმეტეს, ხელმძღვანელი არ მოსულა უცხო პირი გარედან, სამხარეოს უფროსის თანამდებობას იკავებს ფოთის სამსახურის უფროსი „- განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა. ცნობისთვის, თამაზ უბილავამ სახანძრო-სამაშველო სამსახური გასული წლის გაზაფხულზე დატოვა
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...