მთავარისიახლეებისამართალი,,ბიძინა ივანიშვილის დიშვილს ნახევარ მილიონ დოლარი, იარაღები და "სუბოტექსის" ფირფიტები აღმოუჩინეს''. -...

,,ბიძინა ივანიშვილის დიშვილს ნახევარ მილიონ დოლარი, იარაღები და “სუბოტექსის” ფირფიტები აღმოუჩინეს”. – ამ სკანდალურმა ინფორმაციამ მხოლოდ ახლა, ნახევარი წლის შემდეგ გაჟონა ინტერნეტმედიაში

Published on

ბიძინა ივანიშვილის დიშვილს, კახა კობიაშვილს, ნახევარ მილიონ დოლარი, იარაღები და "სუბოტექსის" ფირფიტები აღმოუჩინეს. ამ სკანდალურ ინფორმაციას itv.ge ავრცელებს.
 
ინტერნეტ ტელევიზია ირწმუნება, რომ რამდენიმე თვის წინ, პატრულმა საბურთალოზე იქს 5 გააჩერა. აღმოჩნდა რომ მძღოლი ვერ საუბრობდა. სავარაუდოდ, ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
 
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი არ იცოდნენ რომ საქმე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დიშვილთან, კახა კობიაშვილთან ჰქონდათ.
 
itv.ge-ს მტკიცებით, პატრულმა, მანქანის დათვალიერებისას იარაღები და ჩანთა ნახა, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, 500 ათასი დოლარი და "სუბოტექსის" ფირფიტები იდო.
 
„პატრულმა დამხმარე ძალა გამოიძახა. ადგილზე მივიდნენ პატრულის თანამშრომლები, მათ შორის საპატრულო პილიციის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლაშა ჯოხაძეც.
 
ივანიშვილის დიშვილს მანქანაში უპოვეს ე.წ "ნარუშილოვკა", სპეც-საბუთი, რომლის ნომრითაც მისი ვინაობა დაადგინეს, თუმცა, სკანდალი ჯერ კიდევ წინ იყო.
 
გადაწყდა რომ ივანიშვილის დიშვილი ბაგებში მდებარე მის სახლში, მისივე მანქანით პილიციელ ლაშა ჯოხაძეს უნდა წაეყვანა. (ვინაობის დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი დაკავება არც უფიქრიათ)…
 
ასეც მოხდა, თუმცა, ვიდრე ბაგებთან მივიდოდნენ, გზაზე, იქ, სადაც "რომპეტროლის" ბენზინგასამართი სადგურია, უკანა სავარძელზე მჯდომი კახა კობიაშვილი მანქანიდან გადახტა, ქამარში გარჭობილი იარაღი დააძრო და გაიქცა…
 
ლაშა ჯოხაძემ მანქანა "რომპეტროლთან" გააჩერა, ფანჯრები ჩაწია, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს უყვირა, მანქანას არავინ მიკარებოდა და კობიაშვილის მოსაძებნად წავიდა…
 
დიდი მცდელობის შემდეგ, ჯოხაძემ იარაღმომარჯვებული კობიაშვილი იპოვა, როგორც იქნა მანქანაში ჩასვა და ბაგებისკენ დაიძრნენ… გზაზე კი, შედარებით გამოფხიზლებულმა კობიაშვილმა ჯოხაძეს თავზე იარაღი მიადო და უთხრა: "ჩანთაში ნახევარი მილიონი დოლარი მედო, ერთი ცენტიც რომ აკლდეს ტვინს გაგასხმევინებ, ჩემთან შემოხვალ და პირადად დამითვლი".
 
საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯოხაძე ოლიგარქის დიშვილს სახლში შეყვა, ჩანთა შეატანინა და ფული დაუთვალა.
 
როგორც ჩანს, თანხას არ აკლდა, რადგან პოლიციელი ჯოხაძე იქიდან უვნებელი, თუმცა, შეშინებული დაბრუნდა და ყველაფერი საპატრულო პოლიციის ჩათში დაწერა.
 
ლაშა ჯოხაძე საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელია, რომელიც პირადად მონაწილეობდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გატაცებაში.
 
ჯოხაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ იმდენად ნერვიულობდა რომ მზად იყო ეს ამბავი საჯაროდაც მოეყოლა”- წერს itv.ge.
 
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...