მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს ვინც ეს სიბინძურის მანქანა...

გიგა ბოკერია: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა, არ სჯის

Published on

ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.
 
„ამ საკითხებში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება, როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა, როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს.
 
ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ, ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა.
 
მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა, როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რა თქმა უნდა, ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანად ჰქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს, არც იმათ, ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ. ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან. თავისთავად, ეს ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ..

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...