მთავარისიახლეებიპოლიტიკაანომალიური სიცივე აშშ-ში და 11 დაღუპული - მსოფლიო მედია "გაყინული" ამერიკის ფოტოებს...

ანომალიური სიცივე აშშ-ში და 11 დაღუპული – მსოფლიო მედია “გაყინული” ამერიკის ფოტოებს ავრცელებს

Published on

ოფიციალური მონაცემებით, უჩვეულო ყინვების გამო დაღუპულთა რიცხვმა, ამერიკაში 11-ს მიაღწია. მთელ რიგ შტატებში ყინვა ცელციუსით -30 გრადუსიდან -44 გრადუსამდე მერყეობს. ზოგან ქარის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცივა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთ ამინდში გარეთ გასვლა "რამდენიმე წუთითაც კი სახიფათოა.
 
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ილინოისის შტატში -36 გრადუსი დაფიქსირდა, ოთხშაბათს მინესოტაში -44 გრადუსი იყო, აიოვაში კი -46. 100-მდე საგრაფოში ფოსტის მიწოდება შეჩერებულია. ბევრგან გაუქმებულია სატრანსპორტო მიმოსვლა, მატარებლების და თვითმფრინავების ჩათვლით.
 
"ვისკონსინის და აიოვის შტატების რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. მშრომელებისთვის შექმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად, დეტროიტში მანქანათმწარმოებელი ქარხნები დაკეტეს.
 
ვისკონსინში და მიჩიგანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამთავრობო ოფისები დახურულია. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ტემპერატურა დღეს ქვეყნის 85 პროცენტში მინუსებში გადავიდა.
 
რეკორდულ ყინვებს სინოპტიკოსები უჩვეულო სიმხურვალეს მიაწერენ, რომელმაც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოს თავზე იფეთქა. შემდეგ ის ჩრდილოეთ პოლუსზე შეიჭრა და ცივი ციკლონი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში გამოდევნა."- წერს "ამერიკის ხმ

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...