მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: 7 ადამიანია დაღუპული. სანამ გაზის კომპანიაში ის ხელმძღვანელობა იქნება,...

გიგი უგულავა: 7 ადამიანია დაღუპული. სანამ გაზის კომპანიაში ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა სახელმწიფოს, იგი საბჭოთა გაზის კანტორა”

Published on

„ევროპული საქართველოს“ლიდერის, დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით აუცილებელია, რომ თბილისის ხელმძღვანელობამ აიღოს პასუხისმგებლობა მის მოსახლეობაზე და ბინებში გაზის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დააყენოს.
 
„პასუხისმგებელი შეიძლება ფორმალურად გაირკვეს, კომპანია ხელს იქით გაიშვერს, მერია წარსულისკენ გაიშვერს. გაზის კომპანიაში სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა სახელმწიფოს, მანამდე ეს კომპანია იქნება კანტორა. მე არ მინდა რომ ხელი გავიშვირო, იმიტომ რომ უმძიმესია, 7 ადამიანია დაღუპული, მაგრამ თუ გვინდა რომ სიტუაცია გამოსწორდეს ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის კანტორა.
 
არსებობს უამრავი მეთოდი, არსებობს სპეციალური დეტექტორები, რომელიც არ ღირს ძვირი და შეიძლება, რომ კომპანიამ შეიძინოს, ან მერიამ შეიძინოს. 300 ათასი აბონენტია სულ თბილისში. შეიძლება იყიდოს და საჩუქრად გადასცეს, იმისთვის რომ შევამციროთ ასეთი უბედურებები, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით მუდმივად ასე, უკან მიდევნებული ლამპარივით ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს. სადამდე უნდა ვდიოთ.“- განაცხადა გიგი უგულავამ
ტრაგედია  – .

 

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვამ 7 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, გარდაცვლილები ახლო ნათესავები არიან, მათგან   ორი მამა-შვილია  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...