მთავარისიახლეებიპოლიტიკავრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ღამით სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ღამით სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა

Published on

ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები , რასაც იგი  იურიდოული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილს და ბინძური მეთოდების გამოყენებით ბრძოლას.
 
„გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებით დაიწყეს გავრცელება ქალბატონი ეკას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, რომ შსს, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს „ქართულ ოცნებას“. როგორც კი გავრცელდა გუშინ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს, რომ გამწესდეს, ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და, შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
 
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელებში შესაძლო გავრცელებას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
 
„თუ ეს არის სინამდვილე, მაშინ მოუწევთ, ყურებზე დადგნენ სამართალდამცავი უწყებები და ასეთი ფაქტები გამოიძიონ, ბუნებრივია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ცუდი რამეა და საერთოდ არ მთავრდება ხოლმე იმ ადამიანებისთვის ეს კარგად, ვინც ასეთი მეთოდებით იწყებენ ბრძოლას,“ – გოგიჩაიშვილი.
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...