მთავარისიახლეებიპოლიტიკამღვედელმონაზონი ანდრია: ,, აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებები ყველაზე მეტად...

მღვედელმონაზონი ანდრია: ,, აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი”

Published on

სოციალურ ქსელში  "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა  ინაშვილი და გიორგი თარხან-მოურავი  საპატრიარქოს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალიას და ამ კონტექსტში ჭყონდიდელ მიტროპოლიტს აკრიტიკებენ.
 
მღვდელმონაზონი ანდრია სარიათვლის, რომ პაფტია ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს – ანისნული პირები საუბრობენ უმრავლესობის სახელით,  . ულტიმატუმს უყენებენ სინოდს და არ ერიდებიან ცილისმწამებასა და მკრეხელობას.
 
რაც შეეხება ინაშვილ-თარხან-მოურავის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ გაკეთებულ მოწოდებას, სასულიერო პირი ამბობს, რომ მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს.
 
მისივე შეფასებით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი:
 
"საქართველოში, სამწუხაროდ არსებულ ისედაც მძიმე ვითარებისას, დასანანია რომ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსმა'' მოინდომა მდგომარეობის გამძაფრება. ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს მართებულად რომ ვერასდროს აფასებდნენ ეს გასაგებია, მაგრამ ახლა უფრო შორს გაიჭრა მათი ხედვა და ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. თარხან-მოურავისა და ინაშვილის მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს. აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი.'' – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...