მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ბინძური ბრძოლა პირადი ცხოვრების ჩანაწერებით დაიწყო ამ ხელისუფლებამ და მეშვიდე წელიწადია გრძელდება....

„ბინძური ბრძოლა პირადი ცხოვრების ჩანაწერებით დაიწყო ამ ხელისუფლებამ და მეშვიდე წელიწადია გრძელდება. ” – ოპოზიცია დავით ჭიჭინაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

Published on

ოპოზიცია ეხმაურება დავით ჭიჭინაძის სკანდალური განცხადება – მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება და ბრძილა ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს.
 
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა სრულფასოვანი გამოძიება, ხელისუელება კი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს:
 
„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია. დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირების, ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება და შემდეგ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, ვინაიდან თურმე ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია. არავინ არაფერს არ იკვლევდა, ეს არის მათი ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი, როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია  აცხადებს, რომ  ასეთი სიტუაციების  გახშირებას   სამართალდამცატა არასათანადო რეაგირება განაპირობებს.  
 
„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის. ეს არის, რაც ჩვენ გვინდა და ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია. ყველაზე უფრო მძიმე ვითარება არის, თუკი პირდაპირი ნიშნები არსებობს პოლიტიკური მიმდინარე დისკუსიისას ამის გამოყენების და შემდეგ „გამოძიებას“ არაფერი არ მოაქვს. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება, რაც ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში,“ – ამბობს ბოკერია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...