მთავარისიახლეებიმსოფლიოესპანეთში ჭაში ჩავარდნილი ბიჭუნა მშობლებს 13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ციის შემდეგ გარდაცვლილი ...

ესპანეთში ჭაში ჩავარდნილი ბიჭუნა მშობლებს 13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ციის შემდეგ გარდაცვლილი ამოუყვანეს

Published on

13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია, რომელიც ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ესპანეთში  ჭაში ჩავარდნილი ბიჭუნას ამოსაყვანად, ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და .
 
ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით,  წუხელ, ღა­მის 1:25 სა­ათ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა მი­აღ­წია ად­გილს, სა­დაც ბიჭი ეგუ­ლე­ბო­დათ,მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდათ. ბავშვის ცხედარი ამოსვენებულია .
 
 ორი წლის ბი­ჭუ­ნა ჟუ­ლი­ენ რო­სელ­ო  13 იან­ვარს ჩა­ვარ­და 110 მეტ­რის სიღ­რმის ჭაში, უფრო ზუსტად, თავღია  ჭაბურღილში,  როცა ეს­პა­ნე­თის სამ­ხრე­თით, ტო­ტა­ლან­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.
 
 
სამაშველო ოპერაციას ართულებდა ის, რომ ჭა ძალიან ვიწრო, 25 სანტიმეტრი  დიამეტრისა იყო და მასში მოზრდილი ადამიანი ვერ გაეტეოდა. 
მაშველებს გვერდითა ჩასასვლელის გათხრა  მოუხდათ, რაც დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, რადგან ამას შესაძლოა ხვრელის  ჩაქცევა და ბავშვის ცოცხლად დამარხვა მოჰყოლოდა, თუ რა თქმა უნდა  ჯერი სევ ცოცხალი იყო ( წუხანდლამდე ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი)
 
 
ბოლო დღეებში სულ უფრო ნაკლები შანსი რჩებოდა იმისა, რომ ბავშვი ცოცხლად ამოეყვანათ, რადგან    ამ სიმაღლიდან ჩავარდნას არ შეიძლება მრავლობითი ტრავმები არ მოჰყოლოდა, მაგრამ მაშველებს ძალა არ დაუშურებიათ.  ბავშვის  გადასარჩენად წარმოუდგენელი საინჟირნო სამუშაოები დღეში  24 საათი მიდიოდა 
 
მთა მოჭრეს! ათობით ბულდოზერის მეშვეობით დაახ. 30 მეტრზე. ამ ჭის პარალელურად გააკეთეს 1 მეტრის დიამეტრის ხვრელი. ჩავიდნენ იმ ჭის ას მეტრიან ნიშნულამდე. ჩაუშვეს ამ ხვრელში მილები, მილებში კაფსულით 8 მაშველი და ეს მაშველები ხელით თხრიდნენ  მიწას ს რომ ბავშვამდე მიეღწიათ. სულ 4 მეტრის სიგრძის გვირაბი უნდა გაეთხარატ  ანუ ბავშვის სიღრმეზე იმყოფებოდნენ , მისგან 4 მეტრის დაშორებით.
 
ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მთელი სახელმწიფო, ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნები თანხებით,  ტექნიკურ საშუალებებით,  ბულდოზერებით, დანადგარებით, ბურღებით, ცოცხალი ძალით.
 
სამაშველო სამსახურის სკრუპულოზურ სამუშაოებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უდიდესი ყურადღებითა და გულისტკივილით ადევნებდა თვალს მთელი მსოფლიო და პირველ რიგში ესპანეთი . ქვეყანა პირდაპირ ეთერში ადევნებსდა თვალყურს, როგორ ვითარდებოდა   მოვლენები
 ბევრი ადგილზე ჩავიდა და  ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ქუჩაში იყო  გამოსული  სასწაულის მოლოდინში. 
,,ღმერთო, გადაარჩინე პატარა ჟულიენი'' – ლოცულობდნენ ისინი .
 
 
რაც შეეხება მშობლებს, მათი ტრაგედია განუზომელია. ,,ჩემი მეუღლე განადგურებულია'' – განაცხადა ბავშვის მამამ, როცა შვილი მკვდარი ამოუყვანეს.
 
 
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...