მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია

Published on

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია.. ბესელიას თქმით, .ბიძინა ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არცთუ ისე იოლ სხდომას და მისი დასახურებაა, რომ   რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის მასაც მიეცა შესაძლებლობა ეთქვა ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა.
 
„მას ჰქონდა ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კოლეგიალურად კულტურულად და ეთიკურად. ამიტომ, მე ვამბობს, რომ მისი როლი იყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი,“ – აცხადებს ეკა ბესელია.
 
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრები. დეპუტატის თქმით, პრინციპულ პოზიციებს არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
 
რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. – „გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები. მე ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. განვლილ პროცესებზეც გვქონდა მსჯელობა. არის საკითხები, რასაც ერთანირად ვუყურებთ, არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია“, – განაცხადა ბესელიამ

სიახლეები

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო. „ეს იყო გარედან...

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...