მთავარისიახლეებისამართალიგარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დაკავებულია

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა დაკავებულია

Published on

გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გარდაცვლილი მცირეწლოვანის და-ძმა პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით სოციალურმა მუშაკმა თავშესაფარში გადაიყვანა. შეუძლოდ გახდა დაკითხვაზე მისული მამინაცვალი. ის დროებით საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონას სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ბავშვის მშობლები ამტკიცებენ, რომ პატარა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეზობლები კი ოჯახში ხშირად მომხდარ ძალადობაზე საუბრობენ და გოგონას მკვლელობასაც არ გამორიცხავენ.

სიახლეები

ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, 12 მაჯის საათი – ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 19...

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...