მთავარისიახლეებიპოლიტიკაშესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან...

შესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან და სასამართლო ერთი ჯგუფის კერძო კანტორად ჩამოყალიბდეს- გედევან ფოფხაძე

Published on

შესაძლოა, რეალობა მალე ისეთი იყოს, თავიანთი ოჯახის წევრების გარდა, სასამართლოში აღარავინ შეუშვან და სასამართლო ერთი ჯგუფის კერძო კანტორად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
 
„იუსტიციის საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს და გვთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებს. თუ მათ ვინმე არ უნდათ, სამართლებრივად, ის ამ სისტემაში საერთოდ ვერ ხვდება. მაშინ, რა საჭიროა სასწავლო ცენტრები, რაზეც ვსაუბრობდით და ახალი მოსამართლეების, კანდიდატების აღზრდა?! საერთოდ, პროფესია ქრება და ამ სისტემაში ვერც ერთი იურისტი ვეღარ შედის. ის ყველასთვის იკეტება. გარწმუნებთ, ჩვენ იმისკენ მივდივართ, რომ კარები ჩაიკეტოს და სასამართლო სისტემა ერთი ჯგუფის ხელში დარჩეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, თუ საზოგადოებას უნდა, რომ იუსტიციის ეს საბჭო არ იყოს, იუსტიციის ეს საბჭო ვეღარ იქნება.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...