მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიმდინარეობს ბიძინას კარის თამაშები და შეიძლება, ეს კალაძის ციხეში ჩასმით დასრულდეს" -...

“მიმდინარეობს ბიძინას კარის თამაშები და შეიძლება, ეს კალაძის ციხეში ჩასმით დასრულდეს” – ირაკლი ნადირაძე

Published on

საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძესთან მიმართებაში მხოლოდ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს და დედაქალაქის მერი დააპატიმრონ კიდეც.
 
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის, სურვილზეა დამოკიდებული.
 
მსგავსი ვარაუდი მას შემდეგ გახდა უფრო ლოგიკური, რაც ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს.  
 
"რაც შეეხება კალაძეს, მიმდინარეობს ბიძინას კარის თამაშები და მხოლოდ დროის საკითხია, კახი კალაძე როდის გაუყვება მისი წინამორბედების გზას. ან უარესად დაასრულებს, შეიძლება, ციხეში ჩაჯდომითაც კი დასრულდეს. ერთი ოლიგარქის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ვინ გადადგება, ვინ პრემიერი იქნება, ვინ მერი იქნება, ვის ციხეში ჩააგდებენ. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი და არ გამოვრციხოთ, რომ კალაძეც ამ გზას გაუყენონ.
 
​"კალაძე არის ძალიან გაღიზიანებული, ის უზრდელობით დაკავდა და კარგი იქნებოდა, ქურდებთან ურთიერთობის ნაცვლად, ინტელექტუალ ადამიანებთან ეურთიერთა. ის არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, რომელმაც არ იცის, რა ფუნქცია აქვს," – ამბობს ირაკლი ნადირაძე. 
 
მისი განცხადებით, ის, რაც ამ ქალაქში ხდება, ეს არის დაუსჯელობის სინდრომისა და ტოტალური უპასუხისმგებლობის შედეგი.
 
ნადირაძის განცხადებით, ცივილიზებულ ქვეყნებში იმ მასშტაბის ტრაგედიის შემთხვევაში, როგორიც დიდ დიღომში მოხდა, გამორიცხულია, შესაბამისი კომპანიის თანამშრომელი დამალულიყო, ან არ გაეკეთებინა განმარტებები.
 
„სამწუხაროდ ეს უპასუხისმგებლობა მოდის მაღალი ეშელონებიდან და ამ პასუხისმგებლობას აგრძელებს და იზიარებს კახი კალაძე. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამდენიმე ხნის წინ იყო ფონიჭალაში დიდი ტრაგედია, რომელსაც დედა და მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა, დაისაჯა ვინმე ამ ტრაგედიაზე? – რა თქმა უნდა, არა. ჩამოინგრა მეტროს ჭერი ვარკეთილში და შემთხვევით გადაურჩნენ ადამიანები. დაისაჯა ვინმე? ვნახეთ რამდენიმე დღის წინ 12 წლის ბავშვი, რომელიც ჯართს აგროვებდა და ეს კიდევ ცალკე დიდი ტრაგედია, იმის გამო, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები არ იყო მობილიზებული და ვერ მიაქციეს ყურადღება, რომ გადათხრილი იყო, ჩამოინგრა და დაიღუპა ბავშვი და დღეს გვეუბნებიან, რომ 3000 ლარით დავაჯარიმებთ კომპანიასო. ამ ქვეყანაში ისჯება მხოლოდ რიგითი ადამიანები და მათზე ტყდება ჯოხი ან არავინ ისჯება,“ – აცხადებს ნადირაძე. 
 
მისივე თქმით, "მერი რომ ადეკვატური ყოფილიყო, პირველივე შემთხვევისთანავე უნდა დაეძახა ყველა კვალიფიციური ექსპერტისთვის, ინჟინრებისთვის და პრევენციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა, რათა შემდგომი ტრაგედიები თავიდან ყოფილიყო აცილებული". 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...