მთავარისიახლეებისამართალი2018 წელს 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა

2018 წელს 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოში კრიმინოგენული ვითარების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით იმატა. 
 
შემცირებულია საქმეების გახსნის მაჩვენებელიც, რაზეც ოპოზიცია პასუხიმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.
 
გარდა ამისა, ოპოზიციის განცხადებით, საგანგაშოდ არის გაზრდილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შემთხვევებიც. დღეის მდგომარეობით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 170 პროცენტით არის მომატებული.
 
„სამოცი პროცენტით გაიზარდა დანაშაული 2018 წელს 2017 -თან შედარებით. 18 პროცენტით იკლო გახსნამ ამ დანაშაულის. თვითმკვლელობამდე მიყვანა 170 პროცენტით გაიზარდა. თვითმკვლელობის მცდელობა 34 პროცენტით გაიზარდა,. ქურდობა გაიზარდა 89 პროცენტით. ძარცვა – 30 პროცენტით. ეს ხომ არ არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის არჩევნებთან დაკავშირებით და ხარკს ხომ არ იხდის დღეს ხელისუფლება იმ მდგომარეობის გაუარესებით, რაც მიიღო კრიმინალის თარეშთან დაკავშირებით,“ – აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი პაატა დავითაია 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...