მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

Published on

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ეს არის  ემიგრანტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის  "ერთად სახლში" -პირველი შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.შეხვედრას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
მან ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს  ქვეყნისთვის დამღუპველი უწოდა და  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაასახელა.
 
.ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთი ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. როდესაც პირველი ტური მან წააგო და დაინახა, რომ  ხალხს, რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააღატაკა და გააუბედურა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს.
 
საქართველოს ჰქონდა შანსი ტექნოლოგიების და საერთოდ განვითარებული ახალი სამეცნიერო რაღაცების ჰაბი, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და დღეს რას ვიღებთ, ეს ყველაფერი წარსულშია. ჩვენ გვეუბნებიან მარიხუანას 500%-იანი მოგება. რად გინდა ტექნოლოგიები და სწავლა. ეს არის მთელი თაობის განადგურება ნარკოტიკებით.  ”
 
 
მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იძულებულები გახდნენ სახლები დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, უნდა დასრულდეს დრო როდესაც ქუთაისის აეროპორტებიდან მოქალაქეები ევროპაში წასასვლელად ცალმხრივ ბილეთს ყიდულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან.
 
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო უცხო ქვეყანაში წასულები თავის ისტორიას ყვებოდნენ, როგორ გადის წლები ემიგრაციაში და როგორ უყურებენ სკაიპით საკუთარი შვილების გაზრდას.
 
ყველას დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა ტოტალური უმუშევრობა სამშობლოში და მძიმე სოციალური პრობლემები მთავარი ბარიერია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, სწორედ ამის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ ემიგრანტები სამშობლოში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ქვეყანას რეანიმაციული მდგომარეობა აქვს და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

 

სიახლეები

მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა – მაია სანდუ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს: "გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი...

ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს -ნათია მეზვრიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, ცესკო მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ...

ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, ის...

ზელენსკი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური...