მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ტექდათვალიერების ცენტრთან რიგში ასობით მანქანა დგას (Foto)

ზუგდიდში ტექდათვალიერების ცენტრთან რიგში ასობით მანქანა დგას (Foto) [Video]

Published on

ზუგდიდში შპს „ავტოსერვისთან“ ასობით მანქანის რიგი დგას. მძღოლებს, რომლებიც მანქანის ტექდათვალიერებას გადიან, რიგში დგომა რამდენიმე დღე უწევთ, ისინი  გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
 
 
 
 
 
 
„ხალხი ღამეს ათენებს, აქ მოდიან და ღამე რჩებიან, მანქანას აქ ვერ დატოვებ, იმიტომ რომ კამერები არაა. გუშინ დილით მოვედი და რიგმა მომიწია და ცენტრიც დაიხურა. დღესაც იგივე სიტუაცია მაქვს, ჩემს წინ 12 მანქანა დგას. საათში 4 მანქანის დათვალიერებას ასწრებენ და მორჩა“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ მოქალაქე როსტომ ზარანდიამ.
 
 
 
რიგში მდგომი მძღოლები ამბობენ, რომ ელემენტარული პირობები არ არის, საპირფარეშო დაკეტილია. „ან ბიოტუალეტი დადგან, ან გააღონ საპირფარეშო, ხომ შეიძლება, არა?!“- ამბობენ ისინი.
 
 
 
 
მოქალაქეების თქმით, 180 000  მოსახლეზე ერთი პუნქტი არასაკმარისია. საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას.
საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26  ცენტრი ფუნქციონირებს
 
.
 
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...