მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

Published on

საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე  საკონსულტაციო შეხვედრები  დაიწყო. აჭარის შემდეგ შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე  ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.   სტრატეგიის მიმართ შენიშვნები აქვთ ექსპერტებს. ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ სტრატეგია არის მხოლოდ ზოგადი სურვილი და საკითხი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.სტრატეგია გულისხმობს 2025 წლამდე პერსპექტივას, ის მოიცავს თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემას და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას.ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა, რის შემდეგაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მოამზადებს მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი და საკონსულტაციო შეხვედრებს სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...