მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი? ვიღაცამ სადღაც გადაიხადა - საქმე გვაქვს...

,,როგორ შეიძლება ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი? ვიღაცამ სადღაც გადაიხადა – საქმე გვაქვს კორუფციასთან თბილისის მერიაში “-აცხადებს ელისაშვილი

Published on

მედიაში ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლის  კომენტარებზე დაყრდნობით  ვრცელდება ინფორმაცია, რომ  კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა  ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.
 
„ჩემი ინფორმაციით, ექსპლუატაციაში, არ იყო შესული. თუმცა, ამას მერიის შესაბამისი სამსახური ზუსტად გეტყვით,“ – განაცხადა მან.
 
ეს, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან  ყაზტრანსგაზსა და თბილისის მერიას, პირველ რიგში ზედამხედველობის სამსახურს და პირადად  ქალაქის მერს კახი კალაძეს. 
 
სწორედ ამ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას ,,სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.
 
„როგორ შეიძლება ექსპლუატაციის გარეშე, ჩაუბარებელ სახლში ცხოვრობდეს ხალხი. საქმე გვაქვს კორუფციასთან. სად იყო ზედამხედველობის სამსახური. ვერ დაინახეს, რომ იქ ოჯახები იყვნენ შესახლებულები. ან სად იყო ყაზტრანსგაზის უსაფრთხოების სამსახური, როგორ შესახლდა იქ ხალხი, როდესაც არ იყო შემოწმებული.
 
ვიღაცამ სადღაც გადაიხადა. ჩვენ გვაქვს საქმე თბილისის მერიის კორუფციასთან, რომელიც საერთოდ გაიხრწნა და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ,“-აცხადებს ელისაშვილი.
 
იგი  კომპანია „ყაზტრანსგაზსა“ და ხელისუფლებას შორის არსებულ გარიგებებზე საუბრობს. ელისაშვილი კომპანიისთვის დავალიანების ჩამოწერის ფაქტს იხსენებს. ის ასევე ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზს“  ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ფლობს, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს არსებულ ეჭვებს.
 
„მამუკა ბახტაძემ მოაწერა ამას ხელი, 100 მილიონიანი დავალიანება თითქმის ჩამოაწერა ყაზახურ კომპანია „ყაზტრანსგაზს“ და შემდეგ ძალიან საეჭვოდ გადაიყიდა, საეჭვოდ იმდენად რამდენადაც სტრატეგიული ობიექტი, საქართველოს დედაქალაქის გაზმომმარაგებელი კომპანია გაიყიდა ოფშორში, სადღაც მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაზე.
 
ეს კომპანია ვიცით, რომ არის ხვიჩა მაქაცარიასი,  ვისიც არის მაგალითად, სამარშუტო კომპანია თბილისის და ვიცით, რომ ისინი არიან ბიზნეს პარტნიორები კალაძის. მოკლედ, თბილგაზი ჯიბეში ჩაიდეს ოქტომბერში, კალაძემ და მაქაცარიამ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...