მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა

პრემიერმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა

Published on

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულ ტრისტან წითელაშვილს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა.
 
პრემიერის მილოცვას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი მამუკა ბახტაძეს ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებენ, რადგან ოპონენტების თქმით, ბევრ დამსახურებულ სამხედროს მილოცვის ბარათი არ მიუღია.
 
ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული,  "ქართულმა ოცნებამ" 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. თუმცა, ის მას შემდეგაც გაეხვა სკანდალში, როდესაც 2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა.
 
საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა, კალანდაძის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ზემდგომებს მიაწოდეს, თუმცა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ ეს საქმე არ გამოიძია.    

სიახლეები

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...