მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია-...

პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია- ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

Published on

გავლენიანი მღვდელმთავარი ხელისუფლების წინააღმდეგ – მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპარქია Facebook გვერდზე მის საკვირაო გადაგებას ავრცელებს. ის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის. 
 
მისი შეფასებით, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება გულდასაწყვეტია. 
 
ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხი გაეცემა. 
 
„უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.
 
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის – საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოს და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.
 
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!
 
რა უფრო მნიშვნელოვანია: სახარებისეული პრინციპები თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობა ან კონიუნქტურა?! გთხოვთ, რომ ვიფიქროთ ამაზე!"- აცხადებს მეუფე გრიგოლი. 
 
გავლენიანი მღვდელმთავარი ამავე ქადაგებაში ეკლესიის მძლავრ გავლენებზეც მიუთითებს. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გავლენა აქვს არა მარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც. 
 
"თქვენ იცით დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას (არ ვლაპარაკობთ შორეულ ისტორიულ გამოცდილებაზე). ჩვენი შთაბეჭდილებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს უკვე გავლენა აქვს არამარტო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, არამედ მისმა შიდა რეიტინგმა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც კი; ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები და მათი შეფასებები უკრაინაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით!!!"- აღნიშნავს მღვდელმთავარი.

სიახლეები

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. დაკავების მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაკავებების სერია განახლდა - დღეს...

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ცოლთან ერთად, გიორგი ლიფონავა… – დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან...

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. როგორც ჩიქოვანის დედა, დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს, მისი რძლის და...

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის თანხლებით მისული ირაკლი ღარიბაშვილი ხუმრობის ხასიათზე იყო. ის სხდომათა დარბაზში...