მთავარისიახლეებიეკონომიკაქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე თითქმის აღარ გადის

ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე თითქმის აღარ გადის

Published on

 
ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე თითქმის აღარ გადის – ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია მიმდინარე სეზონზე ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა საკმაოდ არასახარბიელოა და ამის მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია.
 
ამის შესახებ East fruiT-თან საუბრისას „საქართევლოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა.
 
საქართველოს სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4,4 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენელი 9,2 მილიონი დოლარი იყო – თითქმის ორჯერ მეტი!მიმდინარე სეზონზე ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა საკმაოდ არასახარბიელოა და ამის მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია.
 
საქართველოს სტატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4,4 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენელი 9,2 მილიონი დოლარი იყო – თითქმის ორჯერ მეტი!
 
2018 წლის ნოემბერში კი ოქტომბერთან შედარებით, თხილის ექსპორტი 28, 9%-ით შემცირდა, ხოლო სექტემბერთან შედარებით – 33,2 5%-ით. ლევან ქარდავას თქმით, თუ სექტემბერში საექსპორტო აქტივობაზე გავლენას ორი ფაქტორი – თხილის დაბალი ხარისხი, რომელიც გამოწვეული იყო სოკოვანი დაავადებებით და აზიური ფაროსანას გავლენით, ასევე თურქული თხილის სიიაფე ახდენდა, მომდევნო თვეებში თურქული თხილი გაძვირდა და გადამწყვეტი ქართული თხილის დაბალი ხარისხი აღმოჩნდა. „ქართული თხილის პრობლემების გამო, ახლა თხილს თითქმის არ ვყიდით ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია“,-განაცხადა ლევან ქარდავამ.
 
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პროდუქტის საექსპორტო ღირებულება სტაბილურია და 1 კგ. თხილის ფასი 5,5 დოლარს შეადგენს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...