მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა იმნაძის თქმით, სკოლებისა და ბაღების დახურვა გრიპს ვერ შეაჩერებს

პაატა იმნაძის თქმით, სკოლებისა და ბაღების დახურვა გრიპს ვერ შეაჩერებს

Published on

ესაა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა ხოლმე, რომ დაიხუროს სკოლები, დაიხუროს ბაღები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა.
 
"არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს, დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია", – განაცხადა პაატა იმნაძემ, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...