მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტები...

,,ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტები გააძვირა.” – შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს

Published on

 
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.
 
ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გრიპის ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს:
 
“საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი.
 
ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში.
 
მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვ, კონსტიტუციის თანახმად მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას, სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე.“ – აცხადებს ნათელაშვილი

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...