მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარიცხავენ თუ არა პარტიიდან ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს?

გარიცხავენ თუ არა პარტიიდან ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს?

Published on

მოსამართლეების ე.წ. შავი სია უმრავლესობაში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა,  რაც შესაძლოა სამთავრობო გუნდიდან ყველაზე ძველი წევრების გარიცხვით დასრულდეს.
 
თავად გედევან ფოფხაძე ამ ეტაპზე არ აკეთებს განმარტებებს მისი და ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით, იმ დრომდე სანამ ამ გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირისგან არ გაიგებს.
 
დღეს  მან  შეხვედრა გამართა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან თამარ ჩუგოშვილთან, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მას დეტალებზე არ უსაუბრია. 
 
„დეტალებზე საუბარი არ მომთხოვოთ. რაც შეეხება ჩვენს შესაძლო გარიცხვას, სანამ ამას რაიმე ოფიციალური სტრუქტურა, ვინც ამ გადაწყვეტილების უფლებამოსილია არ დაადასტურებს, მანამდე ამაზე საუბარი იქნება არასწორი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული მართლმსაჯულება. ერთმა კლანმა, რაღაცა ჯგუფმა თავის კანტორად არ უნდა აქციოს სასამართლო სისტემა. უზენაეს სასამართლოს არ უნდა დაეპატრონონ ადამიანები, რომლებიც წაგვართმევენ ჩვენ მართლმსაჯულებას და თქვენს შვილებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი კი პირიქით,  ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს ადანაშაულებს სასამართლოს "ჯიბეში ჩასმის" სურვილში. 
 
" ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლებს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო, აბა რა ამოძრავებთ, პოლიტიკა რატომ უნდა ჩაერიოს სასამართლოს დაკომპლექტებაში? საერთოდ, ბესელიას და მისნაირებს არ აინტერესებთ არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არც საკუთრი ქვეყნის კონსტიტუცია, ცდუნება, მცდელობა აქვთ,რომ დააკომპლექტონ თავად მორჩილი ადამიანებით სასამართლო,"-ამბობს მეთოფიშვილი.
 
მეთოფიშვილი ამბობს, რომ სხვა არაფრით აიხსნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერების განცხადებები, რომ მოსმართლეთა გამწესებაში მონაწილეობა მხოლოდ პარლამენტმა მიიღოს. მეთოფიშვილის თქმით, თუ სიის უკან გაწვევის საკითხი დადგება, ის ამას მხარს არ დაუჭერს.
 
ასეთი დაძაბულობა და დრამატიზება ამ ეტაპზე უბრალოდ მე მგონი ჟურნალისტური თემებია –  რომან კაკულია  იმედოვნებს, რომ მისი კოლეგების პარტიიდან გარიცხვამდე საკითხი არ მივა.
 
 
„ქართველებს გვახასიათებს ეს. ჩვენ ძალიან რელიგიური ხალხი ვართ მაგრამ მხოლოდ სამწუხაროდ ძველი აღთქმის ის შეგონება გვახსოვს კბილი კბილის წილ. მარტო ამას ვკითხულობთ ხანდახან გვქონია და გვახასიათებს ეს მაგრამ დრო რაღაცას შეცვლის იმედია. ამ გარიცხვაზე საუბარი, იქნებ გუნდი საერთოდ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ თავისუფალი კენჭისყრა იყოს და არავის არ რიცხავენ და უბრალოდ ხმას არ აძლევს ვინც არ უნდა დაგროვდება დავუშვათ ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ. ასეთ დაძაბულობა და დრამატიზება ამ ეტაპზე უბრალოდ მე მგონი ჟურნალისტური თემებია,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
 
ოთარ დანელია კი მიიჩნევს, რომ პარტიიდან ის უნდა წავიდეს ვინც ქვეყანას აზიანებს.
 
„არავის გარიცხვა, გამორიცხვა… მართლა უხერხული ტერმინია. ჩვენ ამ ტერმინებით არ უნდა ვსაუბრობდეთ როდესაც ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას და ჩვენ, დეპუტატებმა პირველ რიგში ამ ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ თანაბარი უფლებები ნებისმიერ დეპუტატს. მიუხედავად იმისა მაჟორიტარი დეპუტატი თუ სიით გასული დეპუტატია, მიუხედავად იმისა ფრაქციის თავმჯდომარეა თუ კომიტეტის თავმჯდომარეა. ამიტომ თუ წასვლაზე მიდგება საქმე, ის უნდა წავიდეს ვინც ქვეყნას დააზიანებს,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....