მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობის მოპოვებას ულოცავს

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობის მოპოვებას ულოცავს

Published on

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობის მოპოვებას ულოცავს. 
 
 
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში "სრულიად უკრაინელ ხალხს მიმართავს: 
 
,,საქართველოს მუსლიმების სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც 7 იანვარს ტომოსის მიღებით განმტკიცდა სტამბულში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მართლმადიდებელ მრევლს. გამარჯვებისთვის განვლილი ეს დიდი ბრძოლის გზა იყო თავისუფალი და ღირსეული ერის სრული გამოვლინება. ამავე დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის წარმატებული, ახალი და მნიშვნელოვანი რეალობაა.გულწრფელად ვუერთდებით უკრაინელი ხალხის სიხარულს და ოცნების ახდენას.'' – წერს  იგი.  
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დუმს.
 
თეოლოგების ერთი ნაწილის მოსაზრებით, დაყოვნებას აზრი არა აქვს და ტომუსის ტექსტის გაცნობის მომიზეზება  ვერ გადაფარავს ყოყმანის ნამდვილ მიზეზს: ,,  გარდაუვალი პროცესია, ადრე თუ გვიან საქართველოს მაინც მოუწევს აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ჯობია ახლა აღიარონ. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რუსეთი ისედაც ყოველთვის გაღიზიანებულია და ამ მიზეზით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან თავშეკავება თავის მოტყუება იქნება.'' – განაცხადა თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...