მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: “მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი...

გიგი უგულავა: “მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ”

Published on

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარებს არც ხელისუფლებაში და არც მმართველ პარტიაში აკეთებენ. პრემიერმა ბახტაძემუპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, ხოლო  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  განაცხადა , რომ ,,არ შეიძლება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა''.
 
,,არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას, – ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ეკლესიის პოზიციას. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას.''  – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ იკავებს  თავსსაქართველო ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან
 
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეხმაურება, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
 
“მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია!
 
ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, – წერს გიგი უგულავა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...