მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები - დამითმია მათთვის, ვინც პოლიტიკაში თუ...

ეკა ბესელია: მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები – დამითმია მათთვის, ვინც პოლიტიკაში თუ ხელისუფლებაში ამ მიზნით მოვიდა

Published on

 
ეკა ბესელიას  შეფასებით, გუნდში ადგილი აქვს არა ძველებისა და ახლების დაპირისპირებას, არამედ ფასეულობათა და ღირებულებათა შორის წინააღმდეგობას.
 
„ვიდრე ბატონი ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, მე გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა“, – განაცხადა ბესელიამ. „ტვ პირველის“ ეთერში
 
რაც შეეხება ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეას, ეს  ირაკლი კობახიძისგან მოდის, მაგრამ ამ იდეის მოფიქრების დროს ის ალბათ მარტო არ იყო,- ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მაშინაც გამეღიმა და ვთქვი, რომ თანამდებობები არ მაინტერესებს და პოლიტიკაში კომფორტისთვის არ მოვსულვარ. კომფორტის ზონიდან მაშინ გავედი, როცა თავისუფალი პროფესია მქონდა და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი. ვიყავი ადვოკატი და წავედი ბრძოლის ველზე. ვთქვი, რომ ჩემთვის კომფორტის ზონაში გადასვლა საინტერესო არ არის. ვთქვი, რომ მზად ვარ, საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან, საერთოდ წავიდე სახლში, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად ვანო ზარდიაშვილის ხელში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
 
“არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ამ პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები – დამითმია მათთვის, ვინც პოლიტიკაში თუ ხელისუფლებაში ამ მიზნით მოვიდა. ჩემთვის წყალგამყოფია თემა, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება“, – აღნიშნა ბესელიამ.
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სია არ დამტკიცდეს. ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სია პარლამენტიდან გასაწვევია.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...