მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს

ქუთაისის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს

Published on

ქუთაისის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს.

ეს ფაქტი წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მცხოვრებმა სულაბერიძეების ოჯახმა მხოლოდ დაკრძალვის დღეს აღმოაჩინა.

როგორც გაირკვა, ცხედარი ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში იყო გადასვენებული და ის სხვა ოჯახმა, როგორც საკუთარი მიცვალებული – ისე დაკრძალა..შეცდომის გარკვევის შემდეგ ცხედარი სოფელ ცხუნკურში გადაასვენეს.

“ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და მათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად, მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ.

როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს.

საავადმყოფოდან მარტომ წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა,” – განაცხადა მერაბ სულაბერიძემ

მერაბ სულაბერიძე საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. იმერეთში მსგავსი ფაქტი ადრეც მოხდა.

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...