მთავარისიახლეებისამართალიშსს-ს თანამშრომლებმა აბაშაში პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა აბაშაში პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ 
ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...