მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებს - თემა სოციალური ქსელის გარჩევის საგანი ხდება

საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებს – თემა სოციალური ქსელის გარჩევის საგანი ხდება

Published on

ღონისძიება  "პრეზიდენტის ნაძვის ხე" რეგიონებიდან პირველად ზუგდიდში გაიმართა. ზეომს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან დააუწყეს ამ კონცერტის შესახებ და პრეზიდენტის საჩუქრებზე დაპატიჟეს. ზეიმი დაახლოებით 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და უმრავლესობამ საჩუქრის აღება ვერ მოახერხა. მშობლების თქმით, ბავშვები სიცივემ შეაწუხა და ამიტომ იძულებული იყვნენ ღონისძიება დაეტოვებინათ "საჩუქრებს ელოდებიან ბავშვები, გვითხრეს პრეზიდენტი დაარიგებსო, უხარიათ ბავშვებს, მაგრამ ძალიან დაგვიანდა და შეწუხდნენ პატარები, უკვე მივდივართ, საჩუქარი ვერ მივიღეთ, შესცივდათ და აღარ უნდათ დარჩენა" – განუცხადა "ოდიშინიუსს" ერთ-ერთმა სტუმარმა.პრეზიდენტის საჩუქარი რომ მწირია და საკმაოდ დაბალხარისხიანია, ამაზე სოციალურ ქსელში იწერება და ფოტოებიც ქვეყნდება.

 

"რა საჩუქარი მოქონდა ქალბატონ პრეზიდენტს ბავშვებისთვის ასეთი განსაკუთრებული?დილიდან ბავშვები დახოცეს სიცივეში დგომით საჩუქრის მოლოდინში და ბოლოს უსაჩუქროდ დაბრუნდნენ სახლში იმედგაცრუებული ბავშვები………..მორიგი მარაზმი……………და მაინც რა მოხდა? რატომ ვერ დააარიგა ? ბევრი ბავშვი დახვდა???? ჩვენი "კეთილშობილი"პრეზიდენტი………………..არ მომწეროთ რომ კონცერტის მერე დარიგდა……..და ღამის თევით უნდა დალოდებოდნენ ბავშვები…."- წერს პედაგოგი ნანა კიკალიშვილი. პოლემიკაში სხვა ფეისბუკ-მომხმარებლებიც ერთვებიან.

"ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდით, სამპრიშოლასთან, გაიხსენეთ ,,ავბედითი ცხრა წლის'' ნებისმიერი საახალწლო ზეიმის საჩუქრები, გნებავთ დიზაინი, გნებავთ დარიგების ფორმა… 
აჰაა, ამას რომ საპრეზიდენტო შეხვედრიდან შინ მიიტანს ბავშვი" – წერს მაია კალანდია.მოწვეულები ღონისძიების არაორგანიზებულობაზეც საუბრობენ.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...