მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.
 
სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ გაესაუბრა.
 
,,მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
 
 
დღესვე  სალომე ზურაბიშვილმა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.
 
საქართველოს პრეზიდენტს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს.
 
„აღინიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
 
სალომე ზურაბიშვილი ცენტრში ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებმაც პრეზიდენტს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...