პარტიის შიგნით დაპირისპირებაა, „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო, რომელიც გაღრმავდება, უფრო სერიოზულ და სკანდალურ სახეს მიიღებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა, რითაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიას წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა. სანიკიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის წევრები თავიანთ „საიდუმლობებს გამოფენენ“, დაპირისპირება უფრო სკანდალური გახდება და „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის როლს ვეღარ შეინარჩუნებს. „აქ არის ერთი კაცი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, კრიზისებსაც ქმნის. საინტერესო იქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, დანარჩენი საკმაოდ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებით, საკმაოდ უნიჭო აქტორები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მოხელის სახელი ჰქვიათ. ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: როგორც ჩანს, 2020 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ხელისუფლებაში რომ ვეღარ დარჩებიან, ეს ცხადზე ცხადია. აშკარად ეტყობა, რომ ჭკუაზე მოსვლას და არაფრის დათმობას ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს და ცნობილია, რომ ვინც არაფერს თმობს, ბოლოს ის აბსოლუტურად ყველაფერს თმობს, ეს არის ისტორიულად დადასტურებული. ამ კატასტროფის მოახლოების მთავარი სოლისტი არის ბიძინა ივანიშვილი, მთავარი აქტორი, ღვთაება, ქურუმი, კონსტიტუციის დამწერი, ყველაფრის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. სხვათაშორის, კარგი პროცესია, რასაც ჰქვია „ოცნების“ შიდა ლპობა. ეს დაპირისპირება უვიცობამ, უწიგნურობამ, იდეებისა და ფასეულობების არქონამ, მორალური უპირატესობის დაკარგვამ გამოიწვია. ფაქტია, რომ დღეს „ოცნებასთან“ შედარებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მორალური უპირატესობა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ
სიახლეები
საზოგადოება
სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს
"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...
საზოგადოება
მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული
"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...
სიახლეები
სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...
სიახლეები
მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...