მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში H1N1 ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდში H1N1 ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

ზუგდიდში ღორის გრიპის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის  ნანა ოდიშარიას თქმით, გარდაცვალების ფაქტი არ აქვთ. " ზუგდიდში H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა ჰოსპიტალურად რაც არის დღეს ვირუსი, უმეტესობა არის ღორის გრიპი,  H1N1 -ის  დადასტურებული შემთხვევები გვაქვს და ამ პერიოდში სტატისტიკაც მომატებულია სეზონურად, თუმცა, რომ გითხრათ, წინა წლებთან შედარებით ძალიან გარზრდილი არ არის.  3 იანვრის მონაცემებით 5 პაციენტი მოთავსებულია  რეანიმაციაში, 1 ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ გვაქვს ამ შემთხვევაში ღორის გრიპის დიაგნოზი, გამწვავებული ფორმით, რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევას, ასეთი არ გვაქვს"- განუცხადა "ოდიშინიუსს" ნანა ოდიშარიამ. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის,გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური მოვლენებით ამჟამად მკურნალობას გადის 4  ავადმყოფი, ოთხივეს მდგომარეობა სტაბილურია.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...