მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის „საახალწლო სოფელი“ სავსეა სიცარიელით...

ზუგდიდის „საახალწლო სოფელი“ სავსეა სიცარიელით…

Published on

ზუგდიდის „საახალწლო სოფელი“ სავსეა სიცარიელით.. . ამ სათაურით აქვეყნებს სოციალურ ქსელში  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა რამდენიმე ფოტოს ზუგდიდის სკეიტპარკიდან,  რომელსაც   დიდი გამოხმაურება მოჰყვა  
 
,,სოფელი 31-ში გახსნა. სხვადასხვა რაღაცეები გამოფინეს და გაყიდეს მეწარმეებმა. გუშინ არ ვყოფილვარ და დღეს ასე დამხვდა. შობის ჩათვლით ჩაის, ტკბილეულს, გლინტვაინს და ა.შ. რომ ყიდდნენ კარგი იქნებოდა… სრული ერთფეროვნება და მოწყენილობაა ამ ქალაქში
 
 ,,მეც ვიყავი დღეს იქ და ძალიან დავითრგუნე. ნუთუ ასეთი კარგი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი დღისთვის გაკეთდა? არადა კარგი ხედვით სულ ცოტა რესურსიც საკმარისია იქაურობის გასაცოცხლებლად!კარგი შერჩეული მუსიკა, საშობაო სიმღერები, არ არის აუცილებელი ბენდი მენდი ან სადღაა ეგ. საკმარისია მუსიკალური აპარატურა. დანარჩენი რაც შენ ზემოთ ჩამოთვალე – ცხელი ჩაი, ცხელი ღვინო. თოვლის ბაბუასთან და ფიფქიასთან ფოტო სესია. და კიდევ ბევრი მარტივი რამ. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი event management სამუშაო ჯგუფს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ყოველ საღამოს 7-10 მდე 3 საათიანი პროგრამა"' – ეხმაურება არჩილ თოდუას სტატუსს მოქალაქე ეკა მინჯორაია:
 
 
,
 
,ანუ, ტყუილად გააშენეს რო ასე ყოფილიყო? ''
 
,, ალბათ ჯობდა ცოტა ადრე გახსნილიყო, რადგან წინასაახალწლო ბაზრობაა როგორც ვხვდები. მაგრამ 1-ში და 2-ში ალბათ ვერც იქნებოდა ღია –  ყველა სახლშია და ქეიფობს, რაღა დასამალი''
ქილიკობენ სხვები, თუმცა  ქილიკის პირდაპირი ადრესატები ქალაქის თვითმმართველობიდან არაფერს  იმჩნევენ. 
 
მაჟორიტარი დეპუტატი  მერაბ ქვარაია, ამ დამთრგუნველი სიცარიელით შეწუხებული მოქალაქეებისგან განსხავავებით , ოპტიმისტურად არის განწყობილი 
 
,,ვფიქრობ, მაინც ძალიან კარგია, რომ გაკეთდა… სამომავლოდ უკვე უფრო დაიხვეწება, ხალხიც მიეჩვევა და როგორც სხვა ქვეყნებშია აქაც რამდენიმე კვირით გაგრძელდება ცოცხალი და ხალისიანი ბაზრობა.''
 
კეთილ  სურვილებს რა ჯობია, პასიურ მოლოდინებსაც უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ არც ის  არის მოულოდნელი,   ვერიკო ანჯაფარიძის სკეპტიკოსი პერსონაჟი შემოგეფეთოთ  და დასვას  კითხვა:  რა საჭიროა საახალწლო სოფელი და რატომ  მივა იქ ხალხი, თუ ასეთი   სიცარიელეა, და რას მიეჩვევა სამომავლოდ – სიცარიელეს?
 
ესეც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხი: ,,და მაგაში, ალბათ, ფული დახარჯეს.  მთავარია ტენდერის მოგება, ტენდერის..''
 
 

 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...

შსს- სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო ამოქმედდა – ამ ეტაპზე 10 თანამშრომლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი...