მთავარისიახლეებისაზოგადოება"ლენდოს" ყაჩაღობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...

“ლენდოს” ყაჩაღობისთვის ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა [Video]

Published on

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს"დაყაჩაღებაში ბრალდებულს სასამართლო დასრულდა.მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ის 4 წელს პენიტენციურ სისტემაში გაატარებს, ერთი წელი კი პირობითი სასჯელი ექნება. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. პროკურორის თქმით, ამორებულია ნივთმტიკებები- დაჩაღებული თანხა და იარაღი, ეს უკანასკნელი გადაეცემა სამინისტროს, ხოლო თანხა კომპანიას დაუბრუნდება. დაკავებულის ადვოკატის რომან კეიდიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. „იცით რომ ბრალდება საკმაოდ მძიმეა, ის დანაშაულს აღიარებს, მოინანია და გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მოიცავს 4 წელსა +1 წელს პირობით სასჯელს“- განაცხადა კეიდიამ.“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ყაჩაღობისთვის დაკავებული ილია გოგილავა ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობდა. გოგილავას პირადი საქმის მონაცემებით მას ხელშეკრულება წლის ბოლოს შეუწყდა.თავდასხმა ბანკზე 31  დეკემბერს მოხდა.თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა.

 

 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...