მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ახალი წელი რუსთაველის გამზირზე

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ახალი წელი რუსთაველის გამზირზე

Published on

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე, კარვებში, შეხვდნენ.
 
მამების საპროტესტო აქცია გრძელდება. თითქმის მეოთხე თვეა, შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც თავად ამბობენ, მათი პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე ხელისუფლება და გამოძიება რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს მათი შვილების მკვლელობაში დამნაშავეების დასასჯელად.  
 
შვილმოკლული მამები ამბობენ, რომ მათ ჯერ ისევ აქვთ იმედი, რომ 2019 წელს დამნაშავეები დაისჯებიან.
 
„წუხელ ოჯახს მივულოცე, მერე საფლავზე ავედი, ჩემს გარდაცვლილ შვილს მივულოცე ახალი წელი, დავბრუნდი და ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში. რაც შეეხება მოლოდინებს, ნებისმიერ დროს ველოდებით, რომ რამე სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ ჯერჯერობით, დღეის მდგომარეობითაც ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ იმედია, გონს მოვლენ და ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც კანონს და სამართალს შეესაბამება,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
რუსთაველის გამზირზე შეხვდა ახალ წელს პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტთან სოლიდარობის გამოსახატავად უამრავი ადამიანი მივიდა.
 
„ახალ წელს შევხვდი აქ, ამ ტერიტორიაზე, კარვებში. ძალიან ბევრი ხალხის მოვიდა სოლიდარობის გამოსახატად. როგორც ასეთი, ახალ წელს ასე თუ ისე შევხვდით. 19 წლის მოკლეს თემირლანი და  იმედია, 2019 წელში მივაღწევთ რამე სამართალს,“ – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.  

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...