მთავარისიახლეებისაზოგადოება2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

Published on

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
 
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, მათ შორის საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
 
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
 
როგორ ხორციელდება საპენსიო შენატანი – ყოველთვიურად, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.
 
თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე კი, რომელიც სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ინდივიდუალურ ანგარიშზე თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ს ჩარიცხავს, ხოლო სახელმწიფო ხაზინა დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს დაუმატებს.
 
დაგროვილი საპენსიო თანხის გატანა – საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს, შეუძლია ნებისმიერ დროს, განცხადების საფუძველზე გაიტანოს დაგროვილი თანხა.
 
საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ექნებათ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...