მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ,,ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ" - განაცხადა მეუფე ზოსიმემ...

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ,,ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ” – განაცხადა მეუფე ზოსიმემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით

Published on

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა, იგი ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე , თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სხდომის მთავარი თემა  იყო საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე.
 
საპატრიარქო უკვე დატოვა  წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა.   მეუფე ზოსიმემ მხოლოდ იმ კითხვას უპასუხა, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.
 
მისი განცხადებით უკრაინის საკითხზე მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას დააფიქსირებს.  
 
"მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ", – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
 
კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".
 
ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი..

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...